საბურთალოზე მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებულია ქალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარია მოხდა. “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლს, რომელიც მანქანას აპარკინგებდა მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევა დღეს, მოხდა.

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი და მისი მგზავრი გოგონა დაშავდა.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები