ალექსანდრე ჯეჯელავა საარჩევნო გარემოზე: ჩემი მოსაზრებაა, საარჩევნო გარემო, როგორც არასდროს, თავისუფალი და სამართლიანია

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო, როგორც არასდროს, თავისუფალი და სამართლიანია.
მისივე თქმით, საერთაშორისო ანგარიშების თანახმად, გასული საპარლამენტო არჩევნებიც გამოირჩეოდა.
„ამ არჩევნებსაც ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება და ეს ორგანიზაციები თავის დასკვნებს აუცილებლად დადებენ. ჩემი მოსაზრება არის, რომ საარჩევნო გარემო, როგორც არასდროს, არის თავისუფალი და სამართლიანი”, – აღნიშნავს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მე-2 შუალედურ ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების გაზრდის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები