განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი კვირიდან საჯარო სკოლებში ვაშლის დარიგებას იწყებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი კვირიდან საჯარო სკოლებში ვაშლის დარიგებას იწყებს.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ვაშლის დარიგების პროცესი თავდაპირველად თბილისის საჯარო სკოლებშია დაგეგმილი.
“ტენდერი, როგორც ვიცი, დასრულდა და რამდენიმე დღეში, შემდეგი კვირიდან, ვაშლების დარიგების პირველი ეტაპი უკვე დაიწყება,” – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ცნობისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები