„რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ – საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

სასტუმრო „ვერე პალასში“ საერთაშორისო სიმპოზიუმი – „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გაიხსნა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სიმპოზიუმი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება, UNESCO- ს ღონისძიებათა ფარგლებში იმართება. პოეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წელი UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად გამოაცხადა.
27-29 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით, საერთაშორისო სიმპოზიუმს „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“, მასპინძლობს.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ – 17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. ასევე საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობს შემდეგი სექციები:
რომანტიკული მსოფლაღქმა, თემები და მოტივები;
რომანტიზმის ესთეტიკა და ლიტერატურული პროცესი;
რომანტიზმის ნაციონალური ინვარიანტები. ნაციონალური იდენტობის საკითხი და კულტურული მარკერები;
რომანტიზმის პოეტიკა;
რომანტიზმის სემიოტიკა;
ლიტერატურული კანონი რომანტიზმის ეპოქაში;
რევოლუცია და რომანტიზმი;
ქართული რომანტიზმი;
ნიკოლოზ ბარათაშვილი და მსოფლიო რომანტიზმი;
რომანტიკოსები ცხოვრებასა და შემოქმედებაში.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები