მკვლელობა კახეთში – მამაკაცი იმ პირმა მოკლა, რომელიც გუშინ, დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 72 წლის გოგია ლაღიაშვილს სასიკვდილო დაზიანებები იმ თანასოფლელმა მიაყენა, რომელიც გუშინ, დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნული შემთხვევა „კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ცხელ კვალზე გაიხსნა. თანასოფლელების თქმით, მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ავადმყოფობდა. თანასოფლელები ვერ საუბრობენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ხოლო, გუშინდელი ფაქტის გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები