დემნა ხელაია: მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ პროგრამით ისარგებლონ და უფასოდ ჩაუტარონ თავიან ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია

„მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ პროგრამით ისარგებლონ და ჩაუტარონ თავიან ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ ცოფი ცხოველებში არ გავრცელდეს“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ დემნა ხელაიამ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დემნა ხელაიას ინფორმაციით, 2013 წლიდან ქვეყანაში ცოფის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლის თანახმადაც სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების მასიურ ვაქცინაციას ატარებს, ძირითადად კი ძაღლების და კატების. „მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ და ჩაუტარონ თავიან ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ ცოფი ცხოველებში არ გავრცელდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვიძენთ იმ რაოდენობის ვაქცინას, რომელიც ცოფის პროფილაქტიკისთვის საკმარისია. ვაქცინაცია უფასოა, ვაქცინა კი ჩეხური წარმოებისაა. ყოველწლირად ვატარებთ მის გამოცდას. გარდა ამისა, ჩვენ წელს, საპილოტედ ავირჩიეთ მოსწავლე-ახალგაზრდობა, დავდივართ სკოლებში და მოსწავლეებს ვუხსნით, თუ როგორ უნდა მოუარონ შინაურ ცხოველებს და რა უნდა მოიმოქმედონ ცოფის თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უნდა მიმართონ სახელმწიფო ვეტერანულ სამსახურს და წელიწადში ერთხელ, ცხოველებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარონ“, – განაცხადა დემნა ხელაიამ.
ცნობისათვის, 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები