ამირან გამყრელიძე: 2015 წლიდან დღემდე, საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
„დაკბენილ ადამიანთა 80% მოდის ე.წ. პატრონიან ცხოველებზე, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, კატა იქნება თუ ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 2015 წლიდან დღემდე, საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „დაკბენილ ადამიანთა 80% მოდის ე.წ. პატრონიან ცხოველებზე, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, კატა იქნება თუ ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ. ამ დროს შანსი ნაკლებია, რომ დაკბენის შემდეგ ადამიანი ცოფით დაავადდეს. ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის. ცოფთან „თამაში“ არ შეიძლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ისეთი დაავადება, რომლის განვითარების შემთხვევაში მედიცინა მის წინააღმდეგ უძლურია.
ამიტომ, დაავადების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს, ძალიან ეფექტური და თითქმის, 100%-იანი დაცვის საშუალება. დაკბენის შემთხევაში თუ ადამიანი აიცრება, მაშინ ეს არის იმის მყარი გარანტია რომ ცოფი არ განვითარდეს“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.