თავდაცვის მინისტრი ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა.
მათივე ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს. ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ლევან იზორიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში – ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები