საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავს.
ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებიდან სამ დღეში შეხვდა.