“ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი, დღეს ეს შესაძლებელი გახდა”

“ღმერთმა ქნას, რომ წმინდა ქეთევან დედოფლის სული შეეწიოს საქართველოს, მართლაც ძალიან დიდი რამ მოხდა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ყველა მართლმადიდებელს მიულოცა წმინდა დიდმოწამე ქეთვან დედოფლის ხსენების დღე და აღნიშნა, რომ რაც გასულ დღეებში მოხდა, უდიდესი მოვლენაა.

„მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო ის უდიდესი მოვლენა, რაც მოხდა გასული დღეების განმავლობაში, რომ საქართველოში ჩამობრძანდა წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ღმერთმა ქნას, რომ ამ უდიდესი მოწამის სული შეეწიოს საქართველოს და მართლაც ძალიან დიდი რამ მოხდა, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი, დღეს ეს შესაძლებელი გახდა. მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული და ქეთევან დედოფლის ჩამობრძანება საქართველოში, განსაკუთრებით, კი ქეთევანებს მივულოცავ ამ დღეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები