დაბა წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც ”კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოში განუცხადეს, ამ დროის მონაცემნებით, დაბა წაღვარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დილიდან სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები