დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათას დოლარად იყიდება

„საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათას დოლარად იყიდება“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოცემასთან თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასახლებაზე საუბრობს.
„ჩვენ რომელიმე ეროვნების მიმართ სიძულვილი და რასობრივი შეუწყნარებლობა კი არ გვალაპარაკებს, ჩვენ ქვეყანაზე და ხალხზე ვზრუნავთ! ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი და თავისი ქვეყნის პატრიოტი! ვნახე ის ვიდეოკადრები, რომლებიც სპორტის სასახლეში გადაიღეს და გაოგნებული დავრჩი! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისში უკვე 10 ათასი არაბი ცხოვრობდა! პირადად ვნახე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბეთიდან ჩამოფრენილი ჩარტერული რეისის მგზავრები და მათი აქაური მასპინძლები. დიახ, არაბეთიდან დაფრინავს სპეციალური ჩარტერული რეისი შარჟა-თბილისი, რომლითაც აქ ჩამოდიან არაბები! ესენი არიან საქართველოში დარეგისტრირებული სპეციალური იურიდიული ფირმის წარმომადგენლები, წარმოშობით არაბები, რომლებსაც ქართველებთან ერთად აქვთ ფირმა და ჩამოჰყავთ ხალხი საქართველოში დასამკვიდრებლად! ეს ხალხი აქ ჩამოდის ერთადერთი მიზნით – საქართველოში დასასახლებლად! გარდა ამისა, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსულ არაბებს უბრალოდ, აქ დაფუძნება კი არ სურთ, არამედ დაინტერესებულები არიან უძრავი ქონებისა და მიწების შეძენით. ეს კომპანიები წინასწარ ატყობინებენ არაბებს, სად და რა ფასად, როგორ უნდა შეიძინონ ქონება და მიწა. თუ გავითვალისწინებთ, საუდის არაბეთში მოქალაქეებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ, ადვილი წარმოსადგენია, რომ იქაური საშუალო შეძლების ადამიანი აქ მდიდრადაც მიიჩნევა! რაც მთავარია, ეს იურიდიული კომპანიები აქ ჩამოსულ არაბებს ეხმარებიან საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაში. საქართველოში ბინადრობის უფლება არაბებზე 35 ათასი დოლარად იყიდება! „ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები