დიმიტრი ქუმსიშვილი: სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკის მიგნებები პრაქტიკულად ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას ემთხვევა

„რაც არის სასიხარულო, არის ის, რომ მიგნებები, რომელიც მსოფლიო ბანკმა გააკეთა, პრაქტიკულად ემთხვევა ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან დღემდე განხორციელებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და შემდგომშიც იგეგმება, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს და გაძლიერდეს.
„რაც არის სასიხარულო, არის ის, რომ მიგნებები, რომელიც მსოფლიო ბანკმა გააკეთა, პრაქტიკულად ემთხვევა ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას. ეს არის სწორედაც რომ ეკონომიკური რეფორმები, ის რეფორმები, რომელმაც ქვეყანაში უნდა გაზარდოს ექსპორტის პოტენციალი, უნდა გაზარდოს როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი, ტრანზიტის პოტენციალი და ადამიანური რესურსის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სწორედაც განათლების რეფორმა, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, ასევე, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები და ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მსოფლიო ბანკთან დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლის თანამშრომლობას. მსოფლიო ბანკი არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან წარმატებული პროექტები. მსოფლიო ბანკთან დღემდე განხორციელებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და შემდგომშიც ვგეგმავთ, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები