მიხეილ დუნდუა: იმპორტის მოხმარების ზრდა კურსზე უარყოფითად მოქმედებს

ჩვენ ვართ იმპორტის მომხმარებელი ქვეყანა, ამიტომ, ზაფხულის პერიოდი ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედებს, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
დუნდუას ინფორმაციით, ვალუტის მერყეობა შემოდგომის დასაწყისიდან ყოველწლიურად ხდება.
“სანამ მოხმარებიდან დანაზოგებზე არ გადავალთ ვალუტის კურსის მერყეობა გვექნება, ჩვენ ვართ იმპორტის მოხმარების ქვეყანა და ბუნებრივია იმპორტის მოხმარება ხშირად ეროვნულ ვალუტაზე ცუდად აისახება, თუმცა, როცა გადავალთ და დაზოგვისკენ მიდრეკილება არ გაიზრდება ასეთი ვითარება გვექნება”, -განაცხადა მიხეილ დუნდუამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები