ვლადიმერ ჩაჩიბაია: ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა. ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ სასწავლო მზადყოფნა გამოაცხადა. სწავლებებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 ბაზაც ჩართულია. სასწავლო განგაშია გამოცხადებული. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას ემსახურება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები