ლევან იზორია: აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ როგორც საფრთხეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა. მინისტრი აღნიშნულ ფაქტს, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.
როგორც იზორიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს.

“ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი დარღვევა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების”,- განაცხადა იზორიამ.

შეგახსნებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო მოსამსახურე და სპეცტექნიკა მონაწილეობს.
სწავლება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები