დავით ზალკალიანი: აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი არ განხილულა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი „საერთოდ არ ყოფილა განხილული“.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უკვე არსებულ ფორმატებში შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ დონეზე ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ აქვს.
„ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილული. ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა საკითხზე და ყველა დონეზე ურთიერთობა. ყველა ის საკითხი, რომელიც არის აქტუალური, განიხილება, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში, ისე ორმხრივ დიალოგში. ბუნებრივია, ჩვენთვის პრობლემა არ არის ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ დონეზე დავაყენოთ ყველა ის საკითხი, რაც არის აქტუალურია საქართველოსთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.
8 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტის დროს წინადადებით მიმართა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები