თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

0

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა – ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა”, საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society -თანერთად განახორციელა.
„ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა. მოგეხსენებათ, გასული ზამთრის სეზონზე დავნიშნეთ ვერტმფრენის ყოველკვირეული რეისი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებდა. წელსაც აუცილებლად იქნება ასეთივე რეისების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა, ტურიზმის კუთხით, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ მსოფლიო Booking-ის სისტემაში მოხვედრაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი