ფოთში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, მცირეწლოვანმა მწერებისგან დამცავი ბადე გამოაღო, რომელიც ღია ფანჯარაზე იყო დამაგრებული. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს ქალის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და ის ფოთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები