გურამ მაჭარაშვილი: უცხოელებზე მიწის ნაკვეთების გასხვისება შეჩერებულია

ეს კონსტიტუცია გახდება იმის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყანა თავის სისტემას მოარგებს ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი თვლის, რომ ახალი კონსტიტუცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. მისივე თქმით, კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ვერცერთი მმართველი გუნდი ვერ შეძლებს ხელისუფლების უზურპაციას.
“პარლამენტის თავმჯდომარე არის კონსტიტუციონალისტი რომელსაც შეუძლია სხვადსხვა კრიზისული სიტუაციიდან მონახოს გამოსავალი, მე არ ვთვლი, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაიმე კრიზისი იყო, თუმცა მისივე ინიციატივით 4 სადაო საკითხზე იყო მოლაპარაკების მზაობა ოპოზიციასთან და მან განმარტა, რომ ხელისუფლება დღესაც მზადაა მიიღოს ნებისმიერი გამოწვევა. საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საერთო, სახალხო განხილვის ფონზე. მორატორიუმთან დაკავშირებითაც არაფერი არ შეცვლილა, შეჩერებულია მიწის ნაკვეთების გასხვისება უცხოელებზე. ერთადერთი, რაც მოხდა ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისა, რომ კომერციულ ბანკებს შეუძლია იპოთეკით დატვირთონ მიწის ნაკვეთები და მოხდა ორწლიანი დათქმა, რომ კომერციულ ბანკებს ორი წლის განმავლობაში შეუძლიათ გაასხვისონ მიწის ნაკვეთები”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ ინიციატივა ოპოზიციამ პიარ კამპანიისთვის გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები