მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვს დატოვებს და ჩერნივციში გაემგზავრება

„დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება“, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა, დარია ჩიჟმა განუცხადა, თუმცა მას არ დაუზუსტებია მიხეილ სააკაშვილის გამგზავრების ზუსტი დრო.
პარტიის პრესმდივანმა, მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა.
უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, უზრუნველვყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ხდება ყველა მასობრივ შეკრებებზე“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები