„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით

0

„არ მოვდივარ ცარიელი ხელებით, მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს მიმართულებები, პირველ რიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება.
ბათუმის მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოლოდინებს გაამართლებს და ბათუმის განვითარებისთვის ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი