რიმა ბერაძე: მე მოსახლეობას ვპირდებოდი, რომ ვიქნებოდი ხიდი მათსა და ხელისუფლებას შორის

ჩვენ უნდა აღვადგინოთ ილია ჭავჭავაძის და ნიკო ფიროსმანის მუზეუმი, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რიმა ბერაძემ განაცხადა. რიმა ბერაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლების მხრიდან მომავალი წლიდან ჩუღურეთის რაიონში უნდა განხორციელდეს.
“ჩვენ უნდა მოგვეხდინა მიწისძვრით დაზარალებული შენობების მოწესრიგება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, მესამე საჯარო სკოლის მშენებლობის აღდგენა. ჩვენი მოსვლის დღიდან ვეჭიდებოდი ამ პრობლემის მოგვარებას, მე მოსახლეობას ვპირდებოდი, რომ ვიქნებოდი ხიდი მათსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ეს შევძელი და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა მოხდეს ილია ჭავჭავაძის და ნიკო ფიროსმანის მუზეუმების რეაბილიტაცია. არ დამიკლია ძალა და ენერგია, რომ ხალხის მიერ დაყენებული ყველა პრობლემა მომეგვარებინა, თუმცა კვლავ რჩება ბევრი რამ გასაკეთებელი, ამიტომ დღესაც მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში მადლიერი მოსახლეობა მხვდება. ჩუღურეთი იქნება თბილისის, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქში ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი”, – განაცხადა რიმა ბერაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები