რიმა ბერაძე: ჩვენი გზა პროგრესია, მიზანი – თითოეული ოჯახის კეთილდღეობა

ჩვენ ჩუღურეთის რაიონში 42 მიმართულებით შევძელით პრობლემების მოგვარება, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რომა ბერაძემ განაცხადა.
რიმა ბერაძემ ვრცლად ისაუბრა იმ ჩატარებულ სამუშაოებზე, რაც მმართველი გუნდის მიერ ჩუღურეთის რაიონში განხორციელდა. კანდიდატი ამომრჩეველს დაწყებული საქმეების გაგრძელებას ჰპირდება.
“ჩვენ 42 მიმართულებით განვახორციელეთ სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში, ჩვენთვის მთავარი პრობლემა უსახლკარო ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო, ჩვენ შევძელით, რომ სააკაძის ქუჩაზე, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ შეგვეყვანა ინვესტორი და მოხდება მალე მათი ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ჩვენი პრიორიტეტია ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ კუთხით ბევრი სამუშაო ჩატარდა. ჩვენი გზა პროგრესია, მიზანი თითოეული ოჯახის კეთილდღეობა”, -განაცხადა რომა ბერაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები