ბათუმში, ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

აჭარაში, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოზარდი კი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები