პეკინის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება

“პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
მისივე თქმით, მერიაში შესაბამისი ბიზნეს წინადადება შესულია, რომელიც განხილვის ეტაპზეა.
მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და აუცილებლად იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.
“ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით ნამდვილად სჭირდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები