ქეთევან ციხელაშვილი: აუცილებელია აღქმული იქნეს რუსეთთან გადაუჭრელი კონფლიქტის მასშტაბები

“გადაუჭრელი კონფლიქტი გახლავთ რუსეთისთვის მთავარი ბერკეტი როგორც სამეზობლოში, ასევე მის მიღმა, ამიტომ აუცილებელია აღქმული იქნეს ამ პრობლემის მასშტაბები”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
ციხელაშვილის თქმით, გადაუჭრელი კონფლიქტები არ არის ერთი რომელიმე ქვეყნის პრობლემა, ეს არის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხი.
”იმისთვის რომ ევროპაში, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, აუცილებელია საერთო ძალისხმევის მიმართვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. რამდენადაც გადაუჭრელი კონფლიქტი გახლავთ არასტაბილურობის ფაქტორი, გადაუჭრელი კონფლიქტი გახლავთ რუსეთისთვის მთავარი ბერკეტი, როგორც სამეზობლოში, ასევე მის მიღმა, ამიტომ აუცილებელია აღქმული იქნეს ამ პრობლემის მასშტაბები. ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, არც საქართველოს, არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნის პრობლემა, რომელსაც მსგავსი გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს. ეს არის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო „რუმსში“ იმართება, ძირითადი საკითხი სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და გადაუჭრელი კონფლიქტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები