“მეტრო „უნივერსიტეტის“ ძირითადი სამუშაოები დასრულებულია”

“მეტრო „უნივერსიტეტის“ ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და გახსნისთვის მზად არის”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მომზადდა მოდერნიზებული მეტროს ახალი შემადგენლობა.
“ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროექტი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ მეტროს ახალი შემადგენლობა მოვამზადეთ, ეს არის მოდერნიზებული, თანამედროვე დიზაინის შემადგენლობა , რომელიც მეტროსადგურის გახსნასთან ერთად შევა ექპლუატაციაში. სულ რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ და ასე რომ მეტროსადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება და მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები