თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
”თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის, მეველეს, გუდარეხის, სახალხოს, აბუსერიძე-ტბელის, აჰმედ ჯავადის და არტურ ლაისტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ზემო დელისის და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, ასათიანის და ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები