ბანკის ძარცვის დროს დაღუპული პირი, ირაკლი კაკაბაძის ორგანიზაციის წევრია

საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი.-ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. კაკაბაძე ბანკის ძარცვის დროს მომხდარ თვითმკვლელობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მათი ორგანიზაციის წევრია. “საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით ახლავე, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის.”-წერს ირაკლი კაკაბაზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები