პრემიერმა მაკეინის ინსტიტუტში საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა.პრემიერს მიაჩნია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწია. მისი შეფასებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. “მოვახდინეთ აღნიშნული მიმართულების ინსტიტუციონალიზაცია, რაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებშიც არის ასახული. გარდა ამისა, დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა, ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესდა; ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველოში უკრაინაში არსებული მდგომარეობით (რუსეთის უკრაინაში შეჭრით) გამოწვეული კრიზისი იყო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო დინამიკური და ინკლუზიური გახდა. გარდა ამისა, მოვიპოვეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ევროკავშირთან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო. გასათვალისწინებელია რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპიც.
ეს საკმაოდ კარგ შედეგად მიმაჩნია. სხვათა შორის, თან მაქვს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს პოზიციებია ასახული. მინდა ის თქვენ გადმოგცეთ. თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ შორისაა Heritage Foundation-ის, Frasier Institute-ის მონაცემები. მინდა ორიოდე წუთი დავუთმო ამ საკითხს და აღვნიშნო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც მეორმოცედან მეხუთე ადგილზე გადმოვინაცვლეთ; ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ბაზარი გავუხსენით რამდენიმე დამატებით ინდუსტრიას, რამაც კონკურენცია უნდა წაახალისოს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 128-ე ადგილიდან 78-ე პოზიციაზე გადმოვინაცვლეთ.
ეს დიდი მიღწევაა, რადგან აღნიშნული საკითხი წინა ადმინისტრაციისათვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია საგადასახადო სისტემის ცვლილება, რამაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში დაწინაურების საშუალება მოგვცა; გარდა ამისა, აღსანიშნავია წინსვლა არასატარიფო ბარიერების შემცირების კუთხით; თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საკუთრების უფლების დაცვის სექტორი წარმოადგენს – ჩვენ 130-ე ადგილიდან ორმოცდაათეულში გადმოვინაცვლეთ. ეს მნიშვნელოვანი ნახტომი იყო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2012 წელს 121-ე პოზიციაზე ვიყავით, ჩვენი პოზიცია 28 პუნქტით გაუმჯობესდა და ამჟამად 73-ე ადგილზე ვართ.”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშვნის ღირსია საკითხი, რომელიც ძალიან დიდ დავას იწვევს – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.. “გარდა ამი
სა, აღსანიშნავია მედიის თავისუფლების დონე, რომელიც დემოკრატიის დონეს ზომავს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მონაცემებით, სულ რაღაც 5 წლის წინ 91-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი 64-ე ადგილზე ვართ. ამჟამად, ამ მონაცემებით სრულიად კმაყოფილები რა თქმა უნდა არ ვართ, თუმცა ეს ნიშნავს, რომ საქართველო პროგრესირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები