“ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არსებობს, ანელებს საქართველოს ინტეგრაციას”
“ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არსებობს, ანელებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი შექმნილია წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების ერთობლივად, დემოკრატიული მიღების პრინციპზე.
„როდესაც ზოგიერთ საკითხზე უთანხმოებები ჩნდება, მაგალითად, როგორც „ბრექსითის“ საკითხზე, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შენელება ხდება და რა თქმა უნდა, ამ პროცესში რუსეთის ფაქტორი ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ძალიან აგრესიულად მოახდინა რეაგირება უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირთან უფრო აქტიურ ჩართულობაზე.