“მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე”

“მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები, რომ ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე”, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისის” წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის აფასებს სამართალდამცველებს, თუმცა მათ ხელმძღვანელებს პატივს არ ცემს.
“უკრაინის მოქალაქეები მათ მიაჩნიათ სულელებად, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს. თავად ვიყავი ოდესღაც მესაზღვრე, მაშინ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის საზღვარზე ვიდექი, მაგრამ იმ დროიდან შემოვინახე კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან და ზოგიერთი მათგანი ახლაც მსახურობს, მათთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. დიდად ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენს სამხედროს. ასევე ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს. არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას, არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ არ იცვლება, რომლებიც რეალურად იცავენ უკრაინას. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, არ მაქვს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც უკრაინის მიწაზე ფეხი დაადგა, მაშინ შეეძლოთ შეემოწმებინათ დოკუმენტები, ხოლო ახლა პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით ცდილობენ კანონი დაარღვიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები