როგორ აშანტაჟებს ოქიტაშვილი დეპუტატებს და რის გაკეთებას აიძულებს ახალგაზრდა აქტივს

კულტურის პალატის პრეზიდენტის – საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის დათო ოქიტაშვილის უკვე ყოფილი თანაგუნდელი, გიგა ქურხაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილზე კომპრომატებს აგროვებს და ახალგაზრდა აქტივისტებს ირაკლი პეტრიაშვილის ნაცნობებისთვის გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის ნაწამები ფოტოების გაგზავნას ავალებს, კომენტარებით – “თქვენი მეგობარი პეტრიაშვილი მკვლელია”.
გიგა ქურხაშვილმა დღეს პრესკონფერენცია „პროფკავშირებში“ გამართა, ის ყვება, რომ ორი დღის წინ დავით ოქიტაშვილმა მას შეხვედრა შესთავაზა ჰოლიდეინში, სადაც ოქიტაშვილთან ერთად ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ხათუნა ხოფერია დახვდნენ.
„მაჩვენა კადრი რომელზეც მითხრა, რომ ირაკლი პეტრიაშვილი და გერონტი ალანია იყო ქსნის ციხეზე გადაღებული, სურათში არაფერი ჩანდა. ვუთხარი, რომ არაფერი ჩანსთქო – ოქიტაშვილმა მიპასუხა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ ფაქტებს მე უშიშროება მაწვდისო და მთავარია, რომ ეს კადრები გვაქვსო, ასევე მითხრა რომ პეტრიაშვილმა იცის კადრების არსებობა და მთხოვს ოღონდ არ გაავრცელო და კანდიდატურას მოვხსნიო, ორი დღე მოიცადე და კანდიდატურას მოხსნისო. მერე მითხრა რომ ირაკლი პეტრიაშვილის სიძეზე უკვე დარეკილი ჰქონდა მაგის მინისტრთან და მაგას დღე დღეზე გაათავისუფლებენ სამსახურიდან აგერ ნახავ თუ არაო. მეორე თემა იყო ზოგადად რას და როგორ ვაპირებდით არჩევნებთან დაკავშირებით, მითხრა – ჩათვალე რომ გავიმარჯვეთო, არ ვიცი იქ რამდენი დელეგატია და ეს არ მაინტერესებს, რადგან მთავრობის მხარდაჭერა მაქვს და გავიმარჯვებო. თვითონ მითხრა, რომ პროფკავშირებში მოსვლის შემდეგ თვითონ კულტურის მინისტრად გადავიდოდა და ამ თანამდებობას „ყველასთვის საყვარელი“ ხათუნა ხოფერია დაიკავებდა. ხათუნა ხოფერია „ჯიგარია“ და მეგობრობს ქართულ ოცნებასთანო. დღესაც დამირეკა მითხრა გია ჟორჟოლიანი ირაკლი პეტირაშვილის მფარველია პარლამენტშიო , მთხოვა დამედო ჟორჟოლიანის ფოტოს ქვემოთ გარდაცვლილი გვირგვლიანის ფოტო და მიმეწერა გია მფარველობს მკვლელებსთქო. საზოგადოებას გააგებინე ეს ყველაფერიო – მე ვეუბნებოდი რა გავაგებინო, ეს ყველაფერი მე რომ მომიტრიალდეს რა გავაკეთოთქო, მეუბნეობდა ნუ გეშინია მთელი უშიშროება ჩემს მხარესააო. მე პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი ვიყავი, მაგრამ იქ ჩემი თავი ვერ ვიპოვე და რამდენიმე თვის წინ წავედი აქედან. მერე ოქიტაშვილის აქტივობა ვნახე და ვიფიქრე, რომ მასთან შევძლებდი თავის გამომჟღვანებას და ამიტომ დავუკავშირდი. მაგრამ იმ სიბინძურეში, რაც ოქიტაშვილთან დამხვდა მე ვერ გავაგრძელებდი მუშაობას„ – აცხადებს გიგა ქურხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები