ჯაბა სამუშია საკრებულოში პოლონეთის დელეგაციას შეხვდა

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯაბა სამუშიამ საკრებულოში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვიზიტის მიზანი ქართულ-პოლონური ურთიერთობის ისტორიის უკეთ შესწავლა და ახალი ინფორმაციების მოძიებაა.
ჯაბა სამუშიამ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს დედაქალაქს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტავომირ ფრატცზაკის, ვარშავის სამხედრო მუზეუმის დირექტორის ადამ ბულავასა და პოლონეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების შემადგენლობით ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები