ქარის გამო, ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა

ქარის გამო, ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშველებს და მეხანძრეებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა იყო დარჩენილი.
”ქარი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დღეს მომხდარიყო. ქარმა გამოიწვია ის, რომ უკვე ლოკალიზებული კერების ხელახლა გაღვივება მოხდა. ჩვენს მაშველებს და მეხანძრეებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა იყო დარჩენილი. ეს გვირთულებს სამუშაოს, მაგრამ გვიწევს იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ გუშინ. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, ჩვენი ძალების მობილიზება და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ცეცხლი არ გავრცელდება, უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებული და ჩამქრალი კერების ხელახალი გააქტიურება მოხდა და ამან დაკვამლიანების გაძლიერება გამოიწვია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ”იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები