ნიკა მელიამ ბესო კალაძეს უჩივლა – კალაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასამთავრობო ოგანიზაცია “თავისუფლების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარეს, ბესო კალაძეს უჩივლა.
როგორც „კვირას“ ბესო კალაძემ განუცხადა, საჩივარი მის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეიტანა. თავისუფლების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარის განმარტებით, მელია ამტკიცებს, რომ ბესო კალაძე „ნაციონალური მოძრაობას“ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. კალაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.
„შეგნებულად თავს ვიკავებდი, რომ არ გამეკეთებინა განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ ბრალდებებზე. თუმცა გუშინ, 6 სექტემბერს დამირეკეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოდან და გამომიძახეს დაკითხვაზე, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ, კერძოდ, ნიკა მელიამ შეიტანა საჩივარი ჩემს წინააღმდეგ. საჩივრის შინაარსია, თითქოს და მე ხელს ვუშლი ამ პოლიტიკურ გუნდს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ვავიწროებ მათ. მხოლოდ და მხოლოდ სასაცილოა მათი ეს ქმედება, იციან, რომ მერის არჩევნებში 10%-საც კი ვერ აიღებენ და უკვე ნათლად ჩანს, რომ მათი კამპანია აგებულია პოლიციაში ცრუ საჩივრების წერაზე, პროვოკაციებზე და ცრუ ბრალდებებზე. ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც მათ პოლიტიკურ გუნდს აქვს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი, ნუ დაავიწყდებათ და შემდგომ ნურც გაუკვირდებათ მოსახლეობის უკმაყოფილება მათ მიმართ“, – აცხადებს ბესო კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები