თბილისში ქარი საღამოს გაძლიერდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში ქარი 7 სექტემბერს, საღამოს გაძლიერდება და 8 სექტემბრიდან თანდათან შესუსტდება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს, საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
​ „ხვალ დღისით გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, რაც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება. ხოლო 9 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსამდე დათბება“, – აცხადებენ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები