უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისიდან და რეგიონებიდან 112-ში რამდენიმე ათეულობით შეტყობინება დაფიქსირდა.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში ხეები მოგლიჯა, რაიონებში კი საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სააგენტოს ინფორმაციით, თითოეულ შეტყობინებაზე ხდება სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. მოსახლეობიდან შეტყობინებების მიღება ამ დრომდე გრძელდება. ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ხეები დიდუბის და დიღმის რაიონში დაზიანდა.
“ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჩხიკვიშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე დაზიანდა გარე განათების ხაზები, რამაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ინფორმაცია თელასს დროულად მივაწოდეთ და მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე აღუდგა. რაც შეეხება სხვა სახის დაზიანებებს, შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ხის ტოტების ცვენა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები