თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბალახი და ბუჩქები განადგურდა, დაახლოებით 1, 2 ჰექტარის ფართობი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა და 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ცეცხლი მონუმენტებთან ბალახს მოეკიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები