თელავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავში, ღვინის კომპანია ”ჯი-ვი-ეს”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე მიწის ფართობი დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ბალახს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ხანძრის შედეგად ვენახები არ დაზიანებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები