ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ხეები მოგლიჯა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ყველა შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება და ადგილზე სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ.

„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქარმა ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი ხიდან მოგლეჯილი ტოტი ავტომობილს დაეცა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – განუცხადეს „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები