ლევან იზორია: კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურიდან, ორი უკვე ჰოსპიტალიდან გაწერეს.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ერთ დაჭრილ სამხედროს დღეს მორიგი ოპერაცია გაუკეთდება, ორი კი უკვე გაწერილია ჰოსპიტალიდან.
“გუშინ ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება, აუცილებლობის შემთხვევაში ყველა პირობაა, რომ მოხდეს მისი გადაყვანა გერმანიაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. რაც შეეხება ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობ დამაკმაყოფილებელია. ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან. ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი და მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები