ფშავში, ალპურ ზონაში ბალახს ცეცხლი გაუჩნდა

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ფშავში ცოცხალი ძალა ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობს.
მინისტრის ინფორმაციით, ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს მცირე ფართობზე გაუჩნდა.
“ფშავში ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია. ძალიან პატარა ფართობზე ბალახი იწვის. ცოცხალი ძალისთვის ადვილად მისადგომია და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით გართულებები არ უნდა იყოს”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები