“ზღვაზე შტორმი და ცალკეულ რაიონებში მეწყრული პროცესები” – საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი.
7 სექტემბერს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში კი შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები