უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია DIB-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს DIB-ის გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა, რაც უკრაინულ მხარეს მსგავსი ფორმატის სკოლის ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება.
დელეგაციის წევრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა პრეზენტაცია წარუდგინა და სკოლის დაარსების ისტორიის, მისი ამოცანის, მნიშვნელობის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს განხორციელებული პროექტები, სკოლის მიღწევები და მომავლის გეგმებიც გააცნო.
შეხვედრას DIB-ის თანამშრომლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები დაესწრნენ.
უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესთან შეხვედრა უკვე გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები