თავდაცვის მინისტრის მოადგილემ SNGP-ის ამერიკელი მრჩეველი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტის აშშ-ის მრჩეველი ჯეფრი შოთი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, SNGP-ის ლოგისტიკის სფეროს ამერიკელი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თხუთმეტი თვის განმავლობაში ასრულებდა.
ლელა ჩიქოვანმა ჯეფრი შოთს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები