სოფელ შინდისში სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

სოფელ შინდისში უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
2008 წლის აგვისტოს გმირების მემორიალთან საზეიმოდ ფიცი 281-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო. მათ კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახურება უსურვეს.
ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ცენტრის საუკეთესო ინსტრუქტორს, კურსდამთავრებულებსა და საუკეთესო მსროლელს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო; გამოვლინდნენ ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულებიც.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები