შაუმიანში ხანძარია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. წინასწარი ცნობით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა. ადგილზე იმყოფება მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, რომელიც შექმნილ ვითარებას გაეცნო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები