ლევან იზორიამ სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად, ბორჯომის ხეობაში ერთი ასეული დარჩება.
სამხედროები სრულ კოორდინაციაში იქნებიან სხვა უწყებებთან და დამუშავებული ტერიტორიების მონიტორინგსა და პატრულირებას განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები